Sunday, March 20, 2011

,,ფერწერა და გეომეტრია“

         პროექტის მთავარი იდეა:  უნდა იცოდეს თუ არა მხატვარმა მათემატიკა?
     პროექტის აქტუალობა:  პერსპექტივა გეომეტრიის შემადგენელი ნაწილია, გეომეტრია–მათემატიკის, მხატვრობა კი შემოქმედების სფეროს განეკუთვნება. რა შეიძლება იყოს მათ შორის საერთო?
      პროექტის მიზნები:  მოსწავლეეს უფრო მეტად დავანახოთ მათემატიკის, როგორც მეცნიერების აქტუალობა და მნიშვნელობა. რათა მათთვის უფრო თვალსაჩინო გახდეს მათემატიკის როლი თანამედროვე ცხოვრებაში.
      მოსწავლეთა ასაკი:  15–17 წელი. X კლასი.
      ვადები ხანგრძლივობა: 4-5 თვე.
      მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები გაიუმჯობესებენ ინფორმაციის მოძიების, კვლევის წარმოების, კრიტიკული აზროვნების უნარ–ჩვევებს. გადაიღებენ სურათებს, დაამზადებენ ბროშურებს, ბუკლეტებს, მოაწყობენ გამოფენას, პრეზენტაციას და მასალებს განათავსებენ ბლოგზე.
 პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:  სასკოლო ლიტერატურა,   ვებ– გვერდები, ფოტო აპარატი, კომპიუტერი, პროექტორი, ფოტო მასალა.
პროექტის მსვლელობა/ძირითადი აქტივობები:
            კლასი იყოფა ჯგუფებად და თითოეული ჯგუფი ინაწილებს დავალებას.
            ჯგუფები შეადგენენ გეგმას დავალების შესასრულებლად და ირჩევენ ლიდერს, ვინც გუნდს უხელლმძღვანელებს.
            მოსწავლეები მოიძიებენ ინტერნეტიდან სხვადასხვა ცნობილი ფერმწერის ტილოებს. გადაიღებენ ფოტო მასალას რუისის ისტორიულ ძეგლებზე, მოიპოვებენ გეგმებს და რუკებს. დაამზადებენ ბროშურებს, ბუკლეტებს და გაავრცელებენ.
            ჯგუფი განმარტავს რა არის პერსპექტივა და რა დანიშნულება აქვს მას გეომეტრიასა და ფერწერაში. სურათების მეშვეობით გაგვაცნობენ თუ რა მნიშვნელოვანია ტილოს შექმნისას დავიცვათ წონასწორობა, ამისათვის უნდა იქნეს გამოყენებული  სხვადასხვა კომპოზიციური ხერხები:  სიმეტრიის ღერძი, წონასწორობის პრინციპი და ასევე გეომეტრიული ფიგურები, როგორიცაა სამკუთხედი. 
           შემდეგი ჯგუფი განიხილავს ჩვენი სოფლის არქიტექტურული ძეგლების ფოტო მასალას, წარმოგვიდგენენ რუკებს,  ისაუბრებენ მათ გეოგრაფიულ–ისტორიულ წარმოშობაზე და გეომეტრიასთან  კავშირზე.
          თითოეული  ჯგუფი  გააკეთებს შესრულებული დავალების პრეზენტაციას.
       საგანებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  პროექტში მონაწილეობს შემდეგი საგნები:  მშობლიური ენა და ლიტერატურა.
მათემატიკა – განიხილავენ სხვადასხვა გეომეტრიულ ფიგურებს და მათ კავშირს ფერწერასთან.
 ხელოვნება – განიხილავენ სხვადასხვა ფერმწერის ტილოებს და აკავშირებენ მათ მათემატიკასთან.
ისტორია – გაეცნობიან სხვადასხვა ფრესკების წარმოშობასა და ისტორიას.
გოგრაფია – ადგილმდებარეობის განსაზღვრა და მაშტაბის დადგენა.
  პროექტის ხელმძღვანელი:  ანა გივიაშვილი
  ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:  anushkigiviashvili@gmail.com
  პროექტის ვებ– გვერდი/ბლოგი: http://agiviashvili.blogspot.com/


No comments:

Post a Comment